суббота, 8 декабря 2012 г.

პროექტის სახელწოდება: მოგზაურები და აღმოჩენები
პროექტის აქტუალობა: პროექტის მიზნები:მოსწავლეებმა უკეთ შეისწავლონ ქართული ენისა და ბუნების პროგრამაში მოცემული მასალა.ჩამოუყალიბდეთ კვლევა- ძიების უნარი. შეძლონ ინტერნეტში საჭირო მასალის მოძიება
მონაწილეთა ასაკი:9 წელი
ვადები: 1 თვე
მოსალოდნელი შედეგი: მოსწავლეებს ჩამოუყალიბდებათ კვლევა-ძიების უნარი .შევქმნით ბლოგს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი  რესურსები: ინტერნეტი, ფოტოაპარატი,სახელმძღვანელოები
პროექტის მსვლელობა:კლასი დავყავი 10 ჯგუფად, თითოეულ ჯგუფში სამი მოსწავლე, ჯგუფებს  მივეცი განსხვავებული თემა და ვადა ,პროექტი დავიწყეთ 26 ნოემბერს და დასრულდება 21 დეკემბერს.
საგნებთან ,ეროვნულ საწავლო გეგმასთან კავშირი:ბუნება ,ქართული
პროექტის ხელმძღვანელი: ქეთევან ქამუშაძე
ხელმძღვანელის ელ. ფოსტა: qetevanqam@gmail.com
ჯგუფებს მივეცი შემდეგი თემები: ფინიკიელები,ვიკინგები, მარკო პოლო,ქრისტეფორე კოლუმბი ,ამერიგო ვესპუჩი, ვასკო და გამა,კონკისტადორები,მაგელანი, ჯეიმს კუკი
                                      ფინიკიელები

ჯერ კიდევ ქრისტეს დაბადებამდე ათასი წლით ადრე ფინიკიელები გამოცდილი მეზღვაურები იყვნენ. მათი სამშობლო ვიწრო სანაპირო ზოლზე იყო, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილიც ახლანდელი ლიბანის ტერიტორიაა. ჩრდილოეთით, აღმოსავლეთით და სამხრეთით სხვადასხვა ქვეყანა ესაზღვრებოდა, დასავლეთით კი — ხმელთაშუა ზღვა. ფინიკიელები იმედოვნებდნენ, რომ ზღვაოსნობით დიდძალ ქონებას დააგროვებდნენ.ისინი აშენებდნენ თარშიშის ხომალდებს.ამ გემებს უწოდეს „თარშიშის ხომალდები“, რადგან მათ 4 000 კილომეტრის გავლა შეეძლოთ — ფინიკიიდან სამხრეთ ესპანეთამდე, სადაც სავარაუდოდ, თარშიში მდებარეობდა.გემების სიგრძე 30 მეტრი იყო.
კვიპროსის, სარდინიისა და ბალეარის კუნძულების შემდეგ, ფინიკიელმა მეზღვაურებმა გეზი დასავლეთისკენ აიღეს და ჩრდილოეთ აფრიკის სანაპიროს გავლით ესპანეთამდე
 ფინიკიელები მსოფლიო ბატონობისკენ არ ისწრაფოდნენ, მათ გამდიდრება სურდათ და ამისათვის სავაჭრო ახალშენები დააარსეს. ისინი ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე ყველაზე წარმატებული ვაჭრები გახდნენ.

მეტი მოგების მისაღებად ფინიკიელი მოგზაურები ატლანტის ოკეანეშიც გავიდნენ. ისინი ესპანეთის სამხრეთ სანაპიროს გაუყვნენ და ტარტესოსს მიადგნენ, სადაც ძვ. წ. დაახლოებით 1100 წელს ქალაქი გადესი დააარსეს. ეს საპორტო ქალაქი დღეს კადისის სახელით არის ცნობილი და ესპანეთს ეკუთვნის. ის ერთ-ერთი უდიდესი ქალაქია დასავლეთ ევროპაში.
ფინიკიელები ვაჭრობდნენ მარილით, ღვინით, გამომშრალი თევზით, კედრით, ფიჭვით, სხვადასხვა ლითონის ნაკეთობებით, მინით, საფეიქრო ნაწარმით, ძვირფასი სელითა და მეწამული საღებავით შეღებილი ქ
კადისის მახლობლად, მდინარე გვადალკვივირის სანაპიროსთან, ფინიკიელებმა ძვირფასი მეტალების ულევი მარაგი აღმოაჩინეს. აქ, დღევანდელ რიოტინტოში, ეს ლითონები დღესაც მოიპოვება. უკვე სამი ათასი წელია, რაც ამ საბადოებიდან მაღალი ხარისხის მადანს იღებენ.
ესპანეთთან სავაჭრო ურთიერთობის განმტკიცებასთან ერთად ესპანური ვერცხლით ვაჭრობა ფინიკიელების ხელში გადავიდა. ბევრი ვერცხლი შეჰქონდათ ფინიკიასა და მეზობელ ისრაელში. ისრაელის მეფე სოლომონსა და ფინიკიის მეფე ხირამს შორის საქმიანი ურთიერთობა დაიწყო. 

ფინიკიელი ვაჭრები კარგი საქმოსნები იყვნენ, ამიტომ ყველა ხელშეკრულებას წერილობით აფორმებდნენ. მათი დამწერლობა ძალიან ჰგავდა ძველებრაულ დამწერლობას. ფინიკიელთა ანბანით სხვა ერებიც დაინტერესდნენ. მცირეოდენი სახეცვლილების შემდეგ ის საფუძვლად დაედო ბერძნულ ანბანს, რომელიც, თავის მხრივ, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ანბანის — ლათინურის — წინამორბედი გახდა.
გარდა ამისა, ფინიკიელთა მთავარი ქალაქის — ბიბლოსის წყალობით მთელ მსოფლიოში გავრცელდა პაპირუსი, რომელიც ქაღალდის პირველსახე იყო. პაპირუსის არსებობამ ხელი შეუწყო წიგნის შექმნას. სწორედ ქალაქ ბიბლოსს უკავშირდება მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული წიგნის — ბიბლიის ქართული სახელწოდებაც. ისტორიული ცნობები ფინიკიელთა ცილივიზაციაზე კიდევ ერთხელ ადასტურებს ბიბლიის სიზუსტეს.
სიტყვა ვიკინგის წარმოშობის ერთ-ერთი ძირითადი ვერსიაა სიტყვა Vic, რაც ყურეს ნიშნავს და აქვს ის საბაბი, რომ ვიკინგები იყვნენ მეკობრეები და იმალებოდნენ სანაპიროს ყურეებში, საიდანაც შემდეგ სწრაფ რეიდებს ახდენდნენ. არის ვერსია, რომ ტერმინი ვიკინგი შეიძლება მოდიოდეს სიტყვიდან Vik – გეოგრაფიული სახელწოდება ნორვეგიის ერთ-ერთი ნაწილისა, ან Vig – ბრძოლა. სკანდინავიურ ხელნაწერებში Viking მეკობრეობას ან მეკობრულ თავდასხმას ნიშნავს, ხოლო ადამიანი, ვინც ასეთ რეიდში მონაწილეობს – Vikingr.
მაგრამ წარმატებული ფინიკიელი ვაჭრები სასტიკადაც იქცეოდნენ. როგორც ამბობენ, ზოგჯერ ისინი ხალხს გემზე იტყუებდნენ, ვითომცდა საქონლის საჩვენებლად, მაგრამ ატყვევებდნენ და მონებად მიჰყავდათ. ბოლოს მათ ისრაელებს — თავიანთ სავაჭრო პარტნიორებსაც — უღალატეს და მათი მონებად გაყიდვაც კი დაიწყეს. სწორედ ამიტომ ებრაელმა წინასწარმეტყველებმა განადგურება უწინასწარმეტყველეს ფინიკიელთა ტვიროსს. ეს განაჩენი საბოლოოდ ძვ. წ. 332 წელს ალექსანდრე მაკედონელმა მოიყვანა სისრულეში  ამგვარად განადგურდა ფინიკიელთა ცივილიზაცია.

                                                  ვიკინგები


 


  სკანდინავიელი მეზღვაური მეომრები, რომლებიც VIII – XI საუკუნეებში ატერორებდნენ ევროპას თავდასხმებითა და ძარცვებით, აარსებდნენ კოლონიებს. ვიკინგები იყვნენ ოჯახში მეორე და მესამე ვაჟები, რომლებსაც მამის ქონება არ ეკუთვნოდათ მემკვიდრეობით და იძულებულნი იყვნენ, დაეტოვებინათ სკანდინავიის ნაპირები და ზღვაში ეძებნათ ბედნიერება. ვიკინგები იყვნენ ისლანდიისა და გრენლანდიის პირველი მოსახლეები. ზოგი ცნობებით, ისინი ასევე იყვნენ კანადისა და ნიუფაუნდლენდის პირველი ევროპელი მოსახლეები. ტანადი და დაკუნთული აღნაგობის მქონენი ბრძოლაში მძვინვარენი იყვნენ, იყენებდნენ ნაჯახებს, ხმლებსა და შუბებს. მათი რელიგიაც კი ომს ეხებოდა და ვიკინგებს სწამდათ, რომ ბრძოლის ველზე სიკვდილის შემთხვევაში მათი სული ჩაებმებოდა ახალ ბრძოლაში, რომელიც არასდროს დასრულდებოდა. მათ ჰქონდათ ყველა თვისება, რაც კი შეიძლება მეომარმა ინატროს და ამას ბრძოლაშიც ამტკიცებდნენ – სადაც ფეხს დადგამდნენ, ყველაფერს პირწმინდად ანადგურებდნენ.

















                                    მარკო პოლო

მარკო პოლომ თავისი მოგზაურობის დროს მრავალი გეოგრაფიული ადგილი აღწერა. მიუხედავად იმისა, რომ მის მიერ მოწოდებულ კოორდინატებში ბევრი შეცდომაც იყო, მარკო პოლოს გეოგრაფიულ ჩანაწერებს ორი საუკუნის გამნავლობაში იყენებდნენ კარტოგრაფები და მეზღვაურები.
მარკო პოლოს წიგნის შესახებ რამდენიმე ვერსია არსებობს : ერთი ვერსიით მოგზაურობის შესახებ წიგნის წერა მარკო პოლომ 1298 წელს დაიწყო. იმ დროს პოლო გენუელთა ტყვეობაში იმყოფებოდა. მეორე ვერსიით კი ტყვეობაში მისი მონათხრობი ერთ-ერთმა ტუსაღმა ჩაიწერა და უწოდა – წიგნი სამყაროს მრავალფეროვნების შესახებ. პოლო იყო ერთ-ერთი პირველი ევროპელთაგანი, რომელმაც აბრეშუმის გზის გავლით ჩინეთს მიაღწია.

იტალიელი მოგზაური მარკო პოლო 1254 წელს ადრიატიკის ზღვაში მდებარე კუნძულ კორჩულაზე (ამჟამად ხორვატიის ტერიტორია) დაიბადა. დაახლოებით იმავე წლებში (ზუსტი თარიღი უცნობია) მარკოს მამა ნიკოლო და ბიძა მატეო სავაჭრო კავშირების დასამყარებლად აღმოსავლეთ აზიისაკენ გაემართნენ. ხანგრძლივი მოგზაურობის შემდეგ ძმები პოლოები მონღოლი ყუბილაი-ყაენის - ჩინეთის დამპყრობლის სამეფო კარზე აღმოჩნდნენ. მათ ჩინგიზ ყაენის ყველაზე ძლევამოსილი შთამომავლის კეთილგანწყობა მოიპოვეს. ყუბილაიმ ისინი მრავალი პრივილეგიითა და ზოგიერთი წყაროს ცნობით, თავადის წოდებებით დააჯილდოვა. ყუბილაი ბუდისტი იყო, მაგრამ მას ქრისტიანული სარწმუნოებაც აინტერესებდა, ამიტომ სამშობლოში გამომგზავრების წინ მან ძმებს ჩინეთში დაბრუნებისა და სასულიერო პირთა ჩამოყვანის პირობა ჩამოართვა. მრავალ საჩუქართან ერთად ყუბილაიმ ძმებს ოქროს დაფა უბოძა საკუთარი ბეჭდით, რომელიც მათ მის ტერიტორიაზე უსაფრთხო გადაადგილების გარანტიას აძლევდა.
1269 წელს ძმები პოლოები ვენეციაში დაბრუნდნენ. მათ რომის პაპს ყუბილაის საჩუქრები გადასცეს. 4 წლის შემდეგ კი ძმებმა კვლავ ჩინეთისაკენ აიღეს გეზი. ამჯერად მათ 17 წლის მარკოც ახლდათ თან

კილიკიისა და ანატოლიის გავლით მოგზაურები სპარსეთში გადავიდნენ. მათ მოიარეს ქალაქები მოსული, თავრიზი, ქერმანი. სპარსეთში მოგზაურობა სახიფათო იყო, რადგანაც ქვეყანაში მძრაცველები (ყარაუნასები) თარეშობდნენ. ყარაუნასებთან შეხვედრა მოგზაურებს კინაღამ სიცოცხლის ფასად დაუჯდათ. მძარცველებმა ნისლით ისარგებლეს და ქარავანს გამთენიისას მოულოდნელად დაესხნენ თავს. მარკომ, ნიკოლომ, მატეომ და კიდევ 4-მა გამცილებელმა თავი მახლობელ სოფელს შეაფარეს. მოგზაურობის დანარჩენი წევრები კი ყარაუნასებმა დაატყვევეს. მათი ნაწილი მძარცველებმა მოკლეს, ნაწილი კი მონებად გაყიდეს.

ჩრდილოეთ ავღანეთში მოგზაურობისას ვენეციელებმა აზიის ერთ-ერთი უძველესი ქალაქი ბალხი მოინახულეს. თავის დროზე ქალაქი უბრძოლველად ჩაბარდა ჩინგიზ ყაენს, მაგრამ მონღოლის რისხვას მაინც ვერ გადაურჩა. ჩინგიზ ყაენის ბრძანებით ქალაქის ახალგაზრდობა მონებად გაყიდეს, ხოლო დანარჩენი ამოჟლიტეს. ვენეციელთა წინაშე ერთ დროს ძლიერი ქალაქის ნაცვლად ნანგრევებიღა იყო.

ქაშმირის ველის გავლის შემდეგ მოგზაურებმა ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ დაიძრნენ და პამირის მთიანეთში აღმოჩნდნენ. გამცილებლები არწმუნებდნენ მარკო პოლოს, რომ პამირი მსოფლიოს უმაღლესი ადგილი იყო. თავად მარკომ საკუთარ ჩანაწერებში აღნიშნა, რომ ასეთი ცივი ჰაერი მას არსად შეხვედრია, ხოლო მის მიერ გაჩაღებული ცეცხლი ისე ბჟუტავდა, რომ მასზე საჭმლის მომზადებაც ძალიან ძნელი იყო.

პამირიდან ვენეციელები მდინარე გიოზდარიას ხეობით აღმოსავლეთ თურქესტანის ფერდობზე გავიდნენ (დღევანდელი სინ ცზიანი). მათ მცირე ხნით ქალაქ კაშგარში შეისვენეს. შემდეგ კი უდაბნოებისა და ოაზისების გავლით გზა განაგრძეს. ხანგრძლივი მოგზაურობა, რომელიც სამწელიწადნახევარს გაგრძელდა, დასასრულს უახლოვდებოდა. ამ დროის განმავლობაში მათ უამრავი ხიფათი შეხვდათ, ამიტომ ყუბილაის ცხენოსანი რაზმის გამოჩენას მოგზაურები სიხარულით შეხვდნენ. გზის დარჩენილმა ნაწილმა შეუმჩნევლად ჩაიარა. ყოველ ქალაქში ვენეციელებს დიდი პატივით ხვდებოდნენ და გადაღლილ მოგზაურებს დასვენების საშუალება მიეცათ.
მარკო პოლომ ყუბილაის სამსახურში 17 წელიწადს დაჰყო. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ გამოცემულ წიგნში ის წერს, რომ ყაენის დავალებების შესრულების მიზნით მან ჩინეთში ბევრი იმოგზაურა. მარკომ აღწერა ჩინეთის პროვინციებისა და მეზობელი ქვეყნების მოსახლეობის წეს-ჩვეულებანი, ტიბეტელთა შეხედულებები მორალზე. მარკო პოლოს ყაენის ერთგულება დაუფასდა - ყუბილაიმ ის ქალაქ იანჩჟოუს მმართველად დანიშნა.


ქრისტეფორე კოლუმბი იზიარებდა იმ მეცნიერთა ვარაუდს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ დედამიწას სფეროს ფორმა აქვს და ამიტომ ინდოეთამდე მიღწევა შესაძლებელი არა მხოლოდ აფრიკის შემოვლით ,არამედ ატლანტის ოკეანის გავლითაც დასავლეთის მიმართულებით.
შორეულ აღმოსავლეთში დასავლეთის გზით ჩაღწევის გეგმა მან ევროპის რამდენიმე სახელმწიფოს წარუდგინა. კოლუმბის იდეას გამოეხმაურა მხოლოდ ესპანეთი„კათოლიკე მეფეებმა“ ისაბელმა და ფერდინანდმა სამეფო საბჭოს მრჩეველთა დიდი ეჭვების მიუხედავად, კოლუმბს სამი კარაველა: „სანტა-მარია“, „პინტა“ და „ნინია“ გადასცეს. ამასთან, იგი დანიშნეს ყველა იმ ქვეყნისა და კუნძულის გამგებლად, რომლებსაც ის აღმოაჩენდა.
თვალუწვდენელ ოკეანეში ხანგძლივი, დამქანცველი მოგზაურობის შემდეგ კოლუმბის ერთ-ერთი გემიდან გემი შენიშნეს.1492 წლის 12 ოქტომბერს კოლუმბი ხმელეთზე გადავიდა. მან დაიჩოქა, ღმერთს მადლობა შესწირა და მაცხოვრის პატივსაცემად კუნძულს სან-სალვადორი (წმინდა მაცხოვარი) უწოდა.ესპანეთის „კათოლიკე მეფეების“ სახელით კოლუმბი კუნძულის მფლობელი გახდა. ამის შემდეგ მან აღმოაჩინა კუბა და ჰაიტი კოლუმბი დარწმუნებული იყო, რომაზიის განაპირა კუნძულებს ანუ „ინდიებს“ მიაღწია, ამიტომ ადგილობრივ მცხოვრებლებს ინდიელები უწოდა. 1493წლის გაზაფხულზე კოლუმბი ესპანეთში დაბრუნდა. მას ტრიუმფალური შეხვედრა მოუწყვეს და „ოკეანის ადმირალის“ ტიტული უბოძეს.
მთლიანობაში კოლუმბმა ამერიკის მიმართულებით განახორციელა ოთხი მოგზაურობანი :
პირველი მოგზაურობა (3 აგვისტო 1492 – 15 მარტი 1493) მისი მარშუტი
მეორე მოგზაურობა (25 სექტემბერი 1493 – 11 ივნისი 1495)
მესამე მოგზაურობა (30 მაისი 1498 – 25 ნოემბერი 1500)
მეოთხე მოგზაურობა (9 მაისი 1502 – ნოემბერი 1504 )
1493-1502 წლებში კოლუმბმა კიდევ რამდენჯერმე იმოგზაურა ამერიკაში და აღმოაჩინაკარიბის ზღვის ბევრი კუნძული. მაგრამ კოლუმბის ექსპედიციებმა ესპანეთის სახელმწიფოს ვერ მოუპოვა ზღაპრული სიმდიდრე, ამიტომ მას ჩამოართვეს ყველა ტიტული და თანდათან მიივიწყეს. ყველასაგან მიტოვებული კოლუმბი ისე გარდაიცვალა, რომ არც კი იცოდა თავისი აღმოჩენის ჭეშმარიტი მნიშვნელობა. იგი ბოლომდე დარწმუნებული იყო, რომ ინდოეთს მიაღწია.

               






ამერიგო ვესპუჩი - დაიბადა 1459 წლის 19 მარტს,ფლორენციაში.ის გახლდათ იტალიელი მკვლევარი,კარტოგრაფი და ვაჭარი.მის სახელს აიგივებენ ამერიკის კონტინენტის აღმომჩენთან.დაიბადა დიდგვაროვან ოჯახში. მამამისი იყო ნოტარიუსი ფულის გადამცვლელი გილდთა ფლორენციაში.ამერიგო მუშაობდა ლორენცო დი პერფრანცესკო დი'მედიჩისა და მის ძმასთან ჯოვანისთან. 1491 წელს მათ გაგზავნეს ვესპუჩი, რათა ემუშავა მათ სააგენტოში სევილიაში.მას ეჭირა მთავარი როლი ორ მოგზაურობაში,რომელიც იკვლევდა სამხრეთ ამერიკის აღმოსავლეთ სანაპიროს 1499-1502 წლებში.მეორე მოგზაურობის დროს აღმოაჩინა,რომ სამხრეთი ამერიკა უფრო ფართოვდებოდა სამხრეთისკენ, ვიდრე ევროპელებმა იცოდნენ. ამ ფაქტმა დაარწმუნა იგი,რომ ეს მიწა იყო ახალი კონტინენტის ნაწილი.ვესპუჩის მოგზაურობები ცნობილი გახდა ევროპისათვის, როდესაც მისი ანგარიშები გამოქვეყნდა 1502-1504 წლებში.1507 წელს მარტინ ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა მსოფლიო რუკა,სადაც ახალ კონტინენტს მან - ამერიკა,უწოდა,ვესპუჩის პირველი სახელი.თავის წიგნში ვოლდსიმიულერმა გამოაქვეყნა ვესპუჩის ერთ-ერთი ანგარიში, რომელმაც გამოიწვია კრიტიკა ვესპუჩის მიმართ,როგორც ქრისტეფორე კოლუმბის დიდების მიმთვისებელი.შემდგომ აღმოჩენებში,მეთვრამეტე ასწლეულში ვესპუჩის სხვა წერილების ნახვისას გაირკვა, რომ ადრე გამოქვეყნებული ბალანსი იყო გაკეთებული არა ვესპუჩის,არამედ სხვების მიერ.1508 წელს, მისი ორი მოგზაურობის შემდეგ ამერიკაში, ვესპუჩისათვის შეიქმნა ექპერიმენტალი მაიორის წოდება, პასუხისმგებლობით ოკეანეში რეისისთვის გასაწვრთნელი პილოტებისთვის.ამერიგო ვესპუჩი გარდაიცვალა 1512 წლის 22 თებერვალს.მიუხედავად იმისა რომ უამრავი გეოგრაფი მას არ მიიჩნევდა მაერიკის კონტინენტის აღმომჩენად,ამ უდიდეს კონტინენტებს მაინც ამერიკის სახელი ეწოდათ.

        გამარჯობა! მე გორის მესამე საჯარო სკოლის დაწყებითი კლასის  მასწავლებელი ვარ, თუმცა ეს ჩემთვის მეორე მცდელობაა ბლოგზე მუშაობისა,მაგრამ დამოუკიდებლად პირველად ვეჭიდები ჩემთვის ჯერჯერობით ურთულეს საქმეს.პირველი ბლოგი ელენე ბეთლემიშვილმა ამიწყო მთლიანად ,რადგან ბლოგზე კი არა მაშინ კომპიუტერზე არ მქონდა წარმოდგენა, უბრალოდ მე  და ჩემი მოსწავლეები მასალებს ვაგროვებდით.